Трек очень похож на
- Название Tsamzomi Chairto (The Timer’s On)
- Исполнитель 33a
- Жанр Folk
- Год релиза 2013
- ISRC RUA1D1803238
Текст песни
წავიდა, ბორბალი დაიძრა ბედის
დაუკითხავად წამზომი ჩაირთო
განგებამ ვარსკვლავს სული ჩაბერა
სანახაობა დაიწყო ...
პირველად მიწა და მხოლოდ ცა იყო
არც კანონი და არც დრო არ იყო
მარადიულმა სიჩუმემ პირველი ნოტი აიღო
არ ვიცი, თუ ფა იყო მი
აწმყომ წარსული დაბადა და მოგონება დაიწყო
ფანდურმა სიმი აიბა, ციხე აიგო ადამიანმა
ჭეშმარიტების ძებნაში სამყარო ორად გაიყო
აღარასოდეს განმეორდება
და არ ჩაქრება ცეცხლი ომების
ჩვენ არც მშვიდობა დაგვავიწყდება
რომ დედამიწა ჩვენი ბუდეა
და ვარსკვლავები ჩვენი გზებია
რომ ეს ზღაპარი არ დასრულდება
და საფერავი არ გახუნდება
რომ სამუდამო არის შეხვედრა
რომ მოგონება არ დაბერდება
განმეორდება აღარასოდეს
და არ ჩაქრება ცეცხლი ომების
წავიდა, ბორბალი დაიძრა ბედის
დაუკითხავად წამზომი ჩაირთო
განგებამ ვარსკვლავს სული ჩაბერა
სანახაობა დაიწყო ...
მარადიულმა სიჩუმემ პირველი ნოტი აიღო
არ ვიცი, თუ ფა იყო მი
აწმყომ წარსული დაბადა და მოგონება დაიწყო
ფანდურმა სიმი აიბა, ციხე აიგო ადამიანმა
ჭეშმარიტების ძებნაში სამყარო ორად გაიყო

